|
2018-03-31 10:30:59, 1596 ნახვა
საზოგადოება
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა
30 მარტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღედ დაწესდა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ მიულოცეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საგამოძიებოს სამსახურის საქმიანობის მთავარ მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულთან ბრძოლა და მოქალაქის, ბიზნესსექტორის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. „ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გამოკვეთილი გვაქვს მუშაობის სამი პრინციპი. საგამოძიებო სამსახური უნდა სარგებლობდეს საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხით, უნდა იყოს პრინციპული კანონის უზენაესობის დაცვისა და ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის მიმართულებით და მესამე - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უნდა იყოს ბიზნესის დაცვის ეფექტური მექანიზმი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ფინანსთა მინისტრს გააცნო 2017 წლის საქმიანობის ანგარიში. როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, რაც საგამოძიებო უწყების თითოეული თანამშრომლის ეფექტური მუშაობის შედეგია. ღონისძიების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვეს.
(NS)
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)