18:55 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 18:35:17, 2878 ნახვა

მსოფლიო
„რუსეთი უფლებას იტოვებს, საპასუხო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაშიც გადადგას“ - მოსკოვი 23 ქვეყნის დიპლომატს აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან უცხოელი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთმა ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთისა და ესტონეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაიბარა. 

"მათ გადაეცათ საპროტესტო ნოტები და განუცხადეს, რომ ბრიტანეთის დაუსაბუთებელი ბრალდებების ფონზე, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გამო, რუსული მხარე საპასუხოდ პერსონა ნონ-გრატად აცხადებს ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეუერთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას საპასუხო ნაბიჯები მათთან მიმართებაშიც გადადგას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics