|
2018-03-30 16:50:36, 2470 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებებს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 550 კი, დაშავდა
ღაზას სექტორში შეტაკებების დროს სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 550 კი, დაშავდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკება ისრაელ-ღაზას საზღვარზე მოხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 6-კვირიანი საპროტესტო აქცია გრძელდება. მედიის ცნობით, ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელები ე.წ. დაბრუნების მარშით ისრაელის საზღვრისკენ მიემართებოდნენ, რა დროსაც მათ არმიამ ცეცხლი გაუხსნა. მარშის მონაწილეებს ასევე რეზინის ტყვიები დაუშინეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ. სასაზღვრო ზონაში ისრაელმა 100 სნაიპერი განათავსა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების ღობესთან მიახლოებისას ნებისმიერი პალესტინელი სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს, ცნობისთვის, აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)