|
2018-03-30 15:17:05, 2124 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყებაში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელჩებს საპროტესტო ნოტები გადაეცემათ. „30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებული არიან რუსეთში აკრედიტირებული უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, რომელთა ქვეყნებმა, დიდი ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული ნაბიჯები გადადგეს. მათ გადაეცემათ საპროტესტო ნოტები და ასევე განვუცხადებთ საპასუხო ზომებზე, რომელსაც მათ ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთი გადადგამს“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, ევროპის ქეყნებმა და მათ შორის საქართველომ, 152 რუსი დიპლომატი გააძევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)