|
2018-03-30 14:21:38, 2291 ნახვა
მსოფლიო
კემეროვოში, ხანძართან დაკავშირებით სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი დააკავეს
კემერევოში, დამწვრი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ზედამხედველობის ინსპექტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ეჭვმიტანილი. მანამდე, კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მესაკუთრე, კომპანიის გენერალური დირექტორი, იულია ბოგდანოვაც დააკავეს. ბოგდანოვას, ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლით წაუყენებენ (სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და ევაკუაცია დროულად არ განხორციელდა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. ხანძრის გაჩენის საქმეზე ამ დროისთვის 7 ადამიანია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)