17:49 - 07 Jul, 2026
|
2018-03-30 13:25:37, 2415 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის ყველა პროდუქტის შეტანას კრძალავს
2 აპრილიდან, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის ყველა პროდუქტის შეტანას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური ავრცელებს. „კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 2 აპრილიდან, დროებით, მცენარეული წარმოშობის ყველა სახის პროდუქტის შეტანას კრძალავს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას გავრცელებით არის გამოწვეული, რომელიც 24-25 მარტს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)