|
2018-03-30 12:14:26, 2287 ნახვა
მსოფლიო
იულია სკრიპალი გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია
რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის შვილი, იულია გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, 33 წლის იულია სკრიპალის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება და კრიტიკული აღარ არის. მეტიც, ექიმების თქმით, „მან უკვე საჭმელი მოითხოვა და წყალიც დალია.“ რაც შეეხება სერგეი სკრიპალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან აძევებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)