|
2018-03-30 10:25:55, 1943 ნახვა
მსოფლიო
კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მესაკუთრე დააკავეს
კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მესაკუთრე, კომპანიის გენერალური დირექტორი, იულია ბოგდანოვა დააკავეს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, თანამშრომლებმა არაერთხელ აცნობეს ბოგდანოვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემის ნაკლოვანებების შესახებ, თუმცა მან არაფერი მოიმოქმედა. „იულია ბოგდანოვა მხოლოდ ახალი სავაჭრო ფართობების იჯარით გაცემით იყო დაკავებული“,- განაცხადა პეტრენკომ. ბოგდანოვას, ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლით წაუყენებენ, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და ევაკუაცია დროულად არ განხორციელდა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)