17:49 - 07 Jul, 2026
|
2018-03-29 21:49:23, 2415 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი აშშ-ის 60 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების 60 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიიღო. მედიის ცნობით, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს 58 დიპლომატი, ასევე ეკატერინბურგში გენერალური საკონსულოს 2 დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდნენ. დიპლომატებმა ქვეყანა 7 დღეში უნდა დატოვონ. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის სერგეი ლავროვის გადაწყვეტილებით, პეტერბურგში მდებარე აშშ-ის გენერალური საკონსულო დაიხურება. შეგახსენებთ, რომ მანამდე ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი აშშ-მ გააძევა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სარკისებრ გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყნიდან დიპლომატებს გააძევებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)