17:49 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 13:42:27, 2020 ნახვა

მსოფლიო
პუჩდემონის ავტომობილში სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს

კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის ავტომობილში სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Soir იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მოწყობილობა პუჩდემონის ევროპაში გადაადგილების შესახებ მონაცემებს აგროვებდა.

"როგორც გახდა ცნობილი, პუჩდემონის ავტომობილში, რომლითაც ის ფინეთიდან ბელგიაში გადაადგილდებოდა, სათვალთვალო მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. მოწყობილობის მეშვეობით დგინდებოდა, თუ სად და როდის გადაადგილდება კატალონიის ყოფილი მეთაური", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პაბლო ლიარენამ კარლეს პუჩდემონის და მისი ყოფილი მრჩევლების დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუჩდემონი ფინეთში 22 მარტს, შვედეთიდან ჩავიდა. ესპანეთმა ფინეთისგან კატალონიის ყოფილი მეთაურის ექსტრადირება მოითხოვა. ამის გამო პუჩდემონმა ფინეთი დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics