17:49 - 07 Jul, 2026
|
2018-03-29 11:29:06, 2009 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელაში ციხის ბუნტს 68 ადამიანი ემსხვერპლა
ვენესუელას ქალაქ ვალენსიაში პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ამბოხსა და ხანძარს მსხვერპლი მოყვა. BBC-ის ცნობით, მომხდარს, 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში ხანძარი პატიმრებმა გააჩინეს, მათ ცეცხლი მატრასებს წაუკიდეს. ამ გზით ისინი გაქცევას ცდილობდნენ. პოლიციამ განყოფილების სიახლოვეს შეკრებილი პატიმრების ახლობლები ცრემლმდენი გაზით დაშალა. ისინი პოლიციის შენობასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხანძრის შესახებ გაიგეს. ქალაქის გენერალური პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყება და მომხდარის მიზეზს მალე დაადგენენ. კარაბობოს შტატში გლოვა გამოაცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)