17:49 - 07 Jul, 2026
|
2018-03-28 17:07:53, 2208 ნახვა
მსოფლიო
„სკრიპალის საქმის“ გამო, სლოვაკეთმა და ლუქსემბურგმა რუსეთიდან ელჩები გაიწვიეს
დიდ ბრიტანეთში დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, სლოვაკეთმა და ლუქსემბურგმა რუსეთიდან ელჩები გაიწვიეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს 20 წლის განმავლობაში პირველი ფაქტია, როდესაც სლოვაკეთი რუსეთიდან ელჩს იწვევს. რაც შეეხება ლუქსემბურგს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ დიდ ბრიტანეთს და სკრიპალის მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებენ. გარდა ამისა, ორივე ქვეყანა, რუსი დიპლომატების გაძევების საკითხსაც განიხილავს. ამ დროისთვის, ევროკავშირისა და ნატოს- წევრმა ქვეყნებმა საერთო ჯამში 140-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)