|
2018-03-28 10:57:49, 1947 ნახვა
მსოფლიო
მარკ ცუკერბერგი ამერიკის კონგრესის წინაშე წარდგება
სოციალური ქსელის Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, ამერიკის კონგრესის წინაშე წარდგება. CNN-ის ცნობით, საქმე Facebook-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენებას ეხება. როგორც ცუკერბერგთან დაახლოებული წყარო ამბობს, Facebook-ის დამფუძნებელი სულ მცირე, ერთ მოსმენას დაესწრება და კონგრესმენების კითხვებს უპასუხებს. მანამდე, ცუკერბერგმა ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლაზე უარი განაცხადა. შეგხსენებთ, რომ 18 მარტს, მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სხვადასხვა მედია საშუალებაში გამოქვეყნდა რამდენიმე გამოძიება Cambridge Analytica-ს საქმიანობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიაზე მუშაობდა. ამ მასალების თანახმად, კომპანიამ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 50 მილიონ მომხმარებელზე მონაცემები, რათა უფრო ეფექტური პოლიტიკური რეკლამა შეექმნა. Facebook-ის დამაფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხდარის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)