15:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 12:48:38, 1545 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წელთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

კერძოდ, აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ 9.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.

აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს როგორც პირველადი პროდუქციის, ასევე პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ღირებულებას.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2017 წელს 3.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება, 2017 წლის წინასწარი მონაცემებით შეადგენს 5.2 მლრდ ლარს, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტი საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს აგროსასურსათო სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 4,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 3,7 %-ით აღმატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სოფლის მეურნეობის სექტორში 2017 წელს შექმნილი დამატებული ღირებულება 2.7 მლრდ ლარს შეადგენს და 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს მხოლოდ პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პროცესში შექმნილ დამატებულ ღირებულებას. 

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ სექტორში 2017 წელს შექმნილი დამატებული ღირებულება 2.0 მლრდ ლარს შეადგენს და 6.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics