|
2018-03-26 16:17:04, 1862 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
26 მარტს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდების გაცილება მსოფლიო ჩემპიონატებზე. საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილის მფლობელი გოგონათა და ვაჟთა გუნდები მძლეოსნობაში, მიემგზავრებიან საფრანგეთში, მაგიდის ჩოგბურთში წარმატებული მოსწავლეები იასპარეზებენ მალტაზე, ხოლო ბადმინტონში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. აღნიშნულ სპორტის სახეობებში გამარჯვებული მოსწავლეები თბილისის, ქუთაისის, ახალციხის და ქედის საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან. სიმბოლურად გუნდებს საზეიმო ვითარებაში საქართველოს დროშები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ თებერვალში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე უკვე გაემგზავრნენ ხელბურთისა და ფუტსალის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, ამჯერად კი საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს სასკოლო გუნდების მეორე ნაკადი მიემგზავრება. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე, ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა აღნიშნა: ვითიბი ბანკის სოციალური პასუხიმგებლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას სწორედ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს, ამიტომაც მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით მოზარდებისთვის ასეთი საჭირო პროექტი ხორციელდება, აღნიშნული მხარდაჭერის მიზანი პირველ რიგში სპორტში ახალგაზრდების მასიური ჩართულობაა რაც, დარწმუნებული ვართ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატების მომატანი გახდება.
(R)
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)