|
2018-03-22 14:37:27, 1596 ნახვა
საზოგადოება
გელა დუმბაძე რუსული ოკუპაციის და ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ უკრაინის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრა
უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე რუსული ოკუპაციის და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ უკრაინის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შეკითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა. ელჩი დღეს სტუდენტებს შეხვდა და მათ საჯარო ლექცია - "ახალგაზრდა ლიდერების როლი თანამედროვე ცვალებად სამყაროში" წაუკითხა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესა და საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს მიეძღვნა. ლექციის შემდეგ ელჩმა სუტდენტების შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტები ძირითადად რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებით საქართველოში და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმით დაინტერესდნენ. გელა დუმბაძემ სტუდენტებს სახელმწიფოს პოზიცია გააცნო და პარლამენტის მიერ დღეს "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ მიღებული რეზოლუციის შესახებ ისაუბრა. "საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესი გამოიხატა კიევის ტექნიკურ ინსტიტუტში, ვისაუბრეთ ქვეყნის სატკივარზე, მის წინაშე არსებულ ყველა საჭირბოროტო საკითხზე, მათ შორის დეტალურად მოვყვევით გიგა ოთხოზორიასთან დაკავშირებული ტრაგედია, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების პროცესი, რომელშიც 26 დღის განმავლობაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო. დღეს აქ ახალგაზრდა თაობა იყო წარმოდგენილი და მათ უნდა იცოდნენ და გაითავისონ ჩვენი ტკივილი", - განაცხადა ელჩმა. საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საელჩოს წლის ბოლომდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში უახლოეს პერიოდში საარქივო მასალების გამოფენა მოეწყობა.
(NS)
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)