14:35 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 12:02:46, 1795 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SalamAir" შემოდის

ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SalamAir" საქართველოში რეგულარულ საავიაციო მიმოსვლას იწყებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მუსკატი-თბილისი-მუსკატის საჰაერო ხაზზე ფრენები მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.2018),  კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „SalamAir"-ს რეგულარულიფრენის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 14 მარტს მიენიჭა.

"ახალი რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას",-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics