|
2018-03-21 13:43:28, 1475 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს - დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. მთავრობის მეთაურის მილოცვა მოსახლეობას მარნეულში დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო. "ჩემო ძმებო, ჩემო აზერბაიჯანელებო! გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს! ამ ლამაზ დღესასწაულს - ახალი წლის დადგომის, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლისა და სიყვარულის დღეს! ვუერთდები თქვენს ზეიმს, მთელი გულით ვიზიარებ თქვენს სიხარულს. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ, ემსახურებოდნენ საქართველოს, ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ასე ვართ ჩვენც და ამ ტრადიციას ჩვენი შვილები გააგრძელებენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ყველანაირი პირობა ჩვენი მოქალაქეების, თითოეული თქვენგანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი ჩართულობისთვის. მე მივესალმები, რომ თქვენ არ კარგავთ კავშირს თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან. აზერბაიჯანი საქართველოს ერთგული მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. ვიცი, რომ თქვენთვის ეს ძალიან ძვირფასია. ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთად გამთლიანებულ, ძლიერ საქართველოში. მე, როგორც ყოველთვის, დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს, ჩვენი თანამემამულის ცხედარს უნდა მივაგოთ სათანადო პატივი, ამიტომ, სამწუხაროდ, ფიზიკურად თქვენს გვერდით ვერ ვარ. თუმცა, მთელი გულით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, სიხარულს, წინსვლასა და გაძლიერებას", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)