|
2018-03-20 16:33:24, 1351 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული მედიის ასოციაციის წევრები პარლამენტს მიმართავენ
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრები პარლამენტს მიმართავენ. ისინი დეპუტატებს სთხოვენ, გამიჩინონ მიუკერძოებლობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის არჩევას მხარი დაუჭირონ. „ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დღეს, როცა მაუწყებელი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და გარდამტეხი რეფორმებია გასატარებელი. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამეურვეო საბჭოში ისეთი პროფესიონალების ყოფნა, რომელთაც საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცეს ერთგულება როგორც მედიის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ადამიანების, რომლებიც არასდროს წასულან კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, სიმართლესთან და ობიექტურობასთან კონფორმიზმისა და პირადი კეთილდღეობის ხარჯზე. როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ია მამალაძე დასახელებულია სამ კანდიდატს შორის, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გადადგმული სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. ია მამალაძე,წლების განმავლობაში იყო საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობი არაერთი საერთაშორისო პროექტის დირექტორი, მედიის თვითრეგულაციის ნორმების და არაერთი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების თანამონაწილე. ია არის წარმატებული მედიამენეჯერი, რამდენიმე საუნივერსიტეტო სასწავლო მოდულის ავტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო სფეროს მედიასპეციალისტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იცნობს რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული კუთხეებში არსებულ პრობლემებს. რადგან მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ საჭიროა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მუდმივად ესმოდეს რეგიონების ხმა, გრძნობდეს და იზიარებდეს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები მოსახლეობის, უმცირესობებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ვთვლით, რომ ია მამალაძის ყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აუცილებელია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ პრინციპულობა, მიუკერძოებლობა და მხარი დაუჭიროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის არჩევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)