|
2018-03-20 14:28:08, 1530 ნახვა
საზოგადოება
გასულ წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა
2017 წელს საქართველოში გვარი 8 339-მა პირმა შეიცვალა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა. მისი ინფორმაციით, გასულ წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა, ხოლო მეუღლის გვარი - 418-მა მამაკაცმა და 477-მა ქალმა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 59-მა პირმა სახელი ან გვარი ორჯერ შეიცვალა, ხოლო ერთმა პირმა - 4-ჯერ. ცნობისთვის, 6 მარტის მთავრობის სხდომაზე საქართველოში გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცეს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ გვარის შეცვლა საერთოდ არ იკრძალება, არამედ მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა მკაცრი პოლიტიკით იცვლება. გვარის შეცვლის წესის გამკაცრება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევის გახშირებულ ფაქტებს უკავშირდება. გვარის შეცვლა მოქალაქეს სრულწლოვანების ასაკში ერთხელ შეეძლება (აქ იგულისხმება გვარის შეცვლა მამობის დადგენის საფუძვლით, მშობელთა შეერთებული გვარის, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის მიღება) გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმე ქორწინება-განქორწინებასთან გვაქვს. ცვლილებები საბოლოოდ დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)