|
2018-03-17 10:23:07, 2259 ნახვა
საზოგადოება
ბოლო ინფორმაციით, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
ბოლო ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან 7 ადამიანი თბილისში გადმოიყვანეს. შედარებით მძიმე იყო უკრაინის მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც გუადურიდან ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფრენით გადმოიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, იგი თბილისში რეანომობილით იქნა გადმოყვანილი. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. „პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გართულებას ადგილი არ ჰქონია. ჩაუტარდა პირველადი შეფასება და სხვადასხვა კვლევები. ესაჭიროება დაკვირვება“, - აღნიშნა ექიმმა. დანარჩენ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის, შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობენ. შეგახსენებთ, გუშინ, საძელეს საბაგიროს ხაზი საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა და რამდენიმე ადამიანი გონდოლიდან ჩამოვარდა. ინციდენტის შემდეგ ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დასადგენად ქვეყანაში საერთაშორისო ექპერტები ჩამოვლენ. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)