23:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 21:36:16, 24209 ნახვა

სპეციალური ანონსი
16 მარტის ანონსი

16 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ელჩი იანოშ ჰერმანი უმასპინძლებს ღონისძიებას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 2017 წლის კონკურსის შედეგად შერჩეული 8 პროექტი ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ინსტრუმენტისა (EIDHR) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების (CSOs/LAs) მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. 

16 მარტს, 10:30 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის შესახებ პრეზენტაციას გამართავენ. მედიის შეკრების დრო: 10:00 საათიდან 
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7 (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო)

16 მარტს, 10:30 საათზე, გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

16 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი თავმჯდომარე მარიამ ჯაში და სხვა პირები დაესწრებიან.მის.: გუდიაშვილის ქ. #7 

16 მარტს, 15:00 საათზე, ქალაქ ახალციხეში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს. 
მის.: ახალციხე, რუსთაველის #122ა

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics