|
2018-03-15 17:51:34, 2170 ნახვა
მსოფლიო
რექს ტილერსონი: ერთხელაც ტრამპი Twitter-ზე საკუთარი იმპიჩმენტის შესახებ გაიგებს
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ერთ დღეს გაიგებს, თავისი იმპიჩმენტის შესახებ Twitter-ზე წაიკითხავს, - ამის შესახებ ინფორმაციას New Yorker ავრცელებს. "ამ სიტუაციას შემდეგნაირად ვხედავ - ის იღვიძებს ღამმის 3 საათზე, იწყებს ახალ ომს ოფრა უინფრისთან ან კიდევ ვინმესთან, და სწორედ ამ დროს იგებს იმპიჩმენტის შესახებ", - განმარტა ტიილერსონმა. აღნიშნული წინადადების შემდეგ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა გადაიხარდა და აღნიშნა: "უბრალოდ წარმოიდგინეთ ტრამპი თავისი ბლექბერით ხელში, რომელიც ამის შესახებ კითხულობს", - განაცხადა რექს ტილერსონმა და მწუხარება გამოთქვა, რომ ამას საკუთარი თვალით ვეღარ ნახავს. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი თანამდებობიდან 13 მარტს გადააყენა. ტილერსონის ნაცვლად სახელმწიფო მდივნის პოსტი მაიკ პომპეომ დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)