|
2018-03-15 16:40:56, 2112 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას საფრანგეთიც გეგმავს
დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას საფრანგეთიც გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უახლოეს დღეებში „გრუ“-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, საპასუხო ნაბიჯებზე განცხადებას გააკეთებს. მანამდე, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ბენჟამინ გრივომ, სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმას „ძალიან სერიოზული აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პარიზი გამოძიების შედეგებს ელის, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)