|
2018-03-15 15:11:04, 2264 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი ნადეჟდა სავჩენკოს ტერაქტის მომზადებაში ადანაშაულებს და მის დაკავებას მოითხოვს
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უმაღლეს რადაში ტერაქტის დაგეგმვაში დასდო ბრალი, - ამის შესახებ Pravda.ua იუწყება. როგორც ლუცენკომ აღნიშნა, ტერორისტები ცეცხლსასროლი იარაღით რადის გუმბათის ჩამონგრევას აპირებდნენ. "გამოძიებას აქვს დამადასტურებელი ფაქტები, იმისა რომ სავჩენკო პირადად გეგმავდა ტერაქტს და ამის სპეციალისტებთან ჰქონდა კონტაქტი. ის აძლევდა მათ განკარგულებებ, თუ როგორ უნდა მოეხდინათ ტერაქტი. მისივე მითითებით შემსრულებლებს აფეთქების მერე გადარჩენილი დეპუტატი უნდა დაეხვრიტათ", - განაცხადა ლუცენკომ და დასძინა, რომ დღეს ის პარლამენტს სავჩენკოსთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის მოხსნის თხოვნით მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)