13:13 - 07 Jul, 2026
|
2018-03-15 14:26:10, 2403 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ძალიან მალე ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "მოსკოვი ბრიტანელების ქმედებების საპასუხოდ ქვეყნიდან მათ დიპლომატებს გააძევებს", - განაცხადა ლავროვმა. სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ. დღეს პრესკონფერენცია რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა მარია ზახაროვამ გამართა და განაცხადა, რომ ბრიტანეთისგან სკრიპალის საქმის გამოძიების მასალებს ითხოვდა, თუმცა აღნიშნული მასალები მოსკოვს არ გადასცეს. ზახაროვამ ლონდონის ქმედებებს "ინფორმაციულ-პოლიტიკური შოუ" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)