|
2018-03-15 13:32:57, 2058 ნახვა
მსოფლიო
„უნდა იცოდეთ შესაძლო ანტიბრიტანული განწყობის შესახებ“ - ლონდონი რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საკუთარი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც რუსეთში მგზავრობისას შესაძლო რისკებს ეხება, ბრიტანეთის საგარეო უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, ნებისმიერი პროტესტის ფორმას თავი აარიდონ და პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საჯარო პუბლიკაციები არ გამოაქვეყნონ. "დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის გაძლიერების გამო, უნდა იცოდეთ შესაძლო ანტიბრიტანული განწყობის, ან მიმდინარე პერიოდში აგრესიის გამოვლენის შესახებ. ამ ეტაპზე რუსეთში მდებარე ბრიტანეთის საელჩოში არანაირი განცხადება არ შესულა, თუმცა თქვენ უსაფრთხოების ზომებს უნდა მიჰყვეთ", - ნათქვამია რეკომენდაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)