|
2018-03-15 12:39:39, 2233 ნახვა
მსოფლიო
ჯონათან ალენი: რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, რაც საქართველოსა და ყირიმში ვიხილეთ
გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯონათან ალენის განცხადებით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რაც მსოფლიომ ყირიმსა და საქართველოში იხილა. ამის შესახებ ალენმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას webtv.un.org იუწყება. როგორც ალენმა აღნიშნა, რუსეთის მთავრობა გეგმავს მკვლელობებს, რომლის გამოცდილებაც მას აქვს. "ისინი სხვა ქვეყნების საქმეებში ერევიან. რუსეთი არაფრად მიიჩნევს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. რუსეთს აქვს დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების შეკვეთილი მკვლელობების გამოცდილება, ისინი მათ კანონიერ სამიზნედ მიიჩნევენ. ამის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასკვნა, რომ, დიდი ალბათობით, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი იდგა. ჩვენ დრო მივეცით რუსეთის მთავრობას არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ მათ განმარტება არ გააკეთეს. აქედან გამომდინარე, როგორც მანამდეც განვაცხადეთ, ამან ხაზი გაუსვა მათ პასუხისმგებლობას მომხდარზე. ეს გაეროს წესდების მე-2 მუხლის დარღვევაა, რაც ძალის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს“, - განაცხადა ჯონათან ალენმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)