19:14 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 19:07:33, 1864 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექცია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშის დაღუპვის მიზეზებს სწავლობს

ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომლის დაღუპვის მიზეზებს შრომის ინსპექცია სწავლობს.

მოკვლევას პროფკავშირები და კომპანიის ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურიც აწარმოებენ.

"მოვიკითხავთ აქვს თუ არა შიდა მოკვლევა გაკეთებული. ასევე იყო თუ არა შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩატარებული სიმაღლეზე მუშაობის შემთხვევაში, რაც უნდა ჩატარებულიყო. ჰქონდა თუ არა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე რამდენი ხნის გამოცდილება ჰქონდა დასაქმებულს და რა ვითარებაში მოხდა, ეს კონკრეტული უბედური შემთხვევა. შესაბამისად დაველოდებით იმ ორგანოებს, რომლებიც ჩვენთან ერტად გამოიძიებენ ამ შემთხვევას", - განაცხადა შრომის უსაფრთხოების ინსპექტორმა.

ცნობისთვის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, საწარმოო შემთხვევის შედეგად, სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა.  სარემონტო საამქროს თანამშრომელი, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics