|
2018-03-12 10:22:44, 1670 ნახვა
საზოგადოება
რეგიონებში შშმ პირების ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტი იწყება
საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტი იწყება. ორგანიზაცია „ხელი ხელსა“ და შვეიცარული ასოციაცია MTE -ს (Meet-Train-Encourage-შეხვდი–ასწავლე–წაახალისე) ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მ.შ. ბავშვების მშობლებისთვის და მათთან დაკავშირებული პროფესიონალებისთვის სამუშაო სახის შეხვედრები იწყება. პროექტის პირველი ტური სიღნაღში 12 – დან 17 მარტამდე შედგება. შეხვედრების განმავლობაში მშობლები შვილების ბაზისური მხარდაჭერისა და დახმარების ტექნიკების შესახებ ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ. შშმ პირთა ოჯახის წევრებისა და მზრუნველების გაძლიერებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ქართველი („ხელი ხელს“) და შვეიცარიელ (MTE) პროფესიონალთა ჯგუფი იზრუნებს. სემინარების პარალელურად შშმ და ტიპური განვითარების ბავშვთა ერთობლივი შემოქმედებითი აქტივობები გაიმართება. ღონისძიებები ფოტო გადაღებებს, თიხაზე მუშაობას, მუსიკალურ სწავლებებსა და სხვა ინიციატივებს მოიცავს. თითოეული კვირის ბოლოს კი მოზარდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და პროექტის ერთი ტურის საზეიმო დახურვა მოეწყობა. პროგრამა შვეიცარიელი დიპლომატი, ჰეიდი ტალიავინის პატრონაჟით მიმდინარეობს. სიღნაღის შემდეგ პროექტს გურჯაანი 19-დან – 25 მარტამდე უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროგრამა საქართველოში 2017 წელს დაიწყო. სამუშაო შეხვედრებისთვის შეირჩა ის ქართული მუნიციპალიტეტები და სოფლები, რომლებშიც თერაპიული სერვისები არ არსებობს. ინიციატივის მიზანი შშმ ბავშვების მშობლების გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დამოუკიდებლობის გაზრდა, ინკლუზიისა და თანატოლებში სოციალიზაციის გაუმჯობესებაა.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)