|
2018-03-09 18:32:02, 1590 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი გალერეაში“ ახალგაზრდა პიანისტების კონცერტი გაიმართა
8 მარტს, თიბისი გალერეაში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას" ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. კონცერტზე კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვამ, 12 წლის თათია მგალობლიშვილმა, 13 წლის ბარბარე ჩხაიძემ, 14 წლის ილია ლომთათიძემ და 14 წლის ბარბარე თათარაძემ შეასრულეს. ''თიბისი'' ბანკი უკვე მრავალი წელია საქველმოქმედო ფონდ ''ლირას'' გულშემატკივრობს, რომელიც 2013 წელს გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ბოლქვაძემ დაარსა. ფონდის ხელშეწყობით, ახალგაზრდა ვირტუოზები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საზღვარგარეთ, მასტერკლასებსა და პრესტიჟულ გალა კონცერტებში და უკვე დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს. ბარბარე თათარაძე ჰოლანდიის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა და დიდი წარმატებით წარსდგა მსმენელის წინაშე ამსტერდამის ცნობილ დარბაზ - კონცერტგებოუში. მის ლაივ-კონცერტს ხშირად აშუქებს ფრანგული არხი MEZZO. ილია ლომთათიძემ ასტანის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა და უკვე მრავალი მოწვევა აქვს რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ, საერთაშორისო ფესტივალებზე. ანაჰიტ სტელმაშოვამ კი 2017 წლის ბათუმის ფესტვალის ფარგლებში გამართულ კონკურსზე მოიპოვა ფონდ SOS Talents-ის გრანპრი. (R)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)