|
2018-03-08 16:13:38, 1735 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ყველანაირი მექანიზმი იმისათვის, რომ რისკების მართვა ამ მიმართულებით მომხდარიყო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა ნორმალურ რეჟიმში გაგრძელდეს: „ჩვენ წინასწარ მივიღეთ კანონი, შევქმენით ყველანაირი მექანიზმი იმისათვის, რომ რისკების მართვა ამ მიმართულებით მოგვეხდინა, ეს იცის ევროკავშირმაც,უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ოპოზიციური პარტიები უნდა მოერიდონ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა გაგრძელდეს ნორმალურ რეჟიმში. აქ არანაირი უარყოფითი ტენდენციები ჩვენ არ გვაქვს.ის საკითხები, რომლებიც დღის წესრიგში დგას, იდგა მანამდეც, ეს არის სამუშაო საკითხები, ის საკითხები, რომელიც ევროკავშირს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც აქვს განხილვის რეჟიმში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანია საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს. როგორც გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მაზიერიმ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციას შესაძლოა, საფრთხე მართლაც დაემუქროს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)