|
2018-03-07 16:01:06, 1304 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებილი, პოლიტიკური კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ასეთი თამამი განცხადებები ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა. "ძნელია გააკეთო პოლიტიკური განცხადება მაშინ, როდესაც მშობლებმა დღემდე ვერ შეძლეს საკუთარი შვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის დატირება. ასევე ძნელია განცდა, იყო ხელისუფალი და ამ სურათს უყურებდე, მაგრამ ეს მწარე რეალობაა და ასეთ რეალობაში გვიწევს სამწუხაროდ ცხოვრება. მაგრამ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ეს შეცდომა კიდევ უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს და საბედისწეროც. საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საერთაშირისო თანამეგობრობისგან.მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებილი, პოლიტიკური კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ასეთი თამამი განცხადებები ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყოველთვის იქნება საქართველოს შემადგენლობაში.რამდენჯერაც არ უნდა გამოიწვიონ ჩვენი საზოგადოების ემოციური აფეთქება, საქართველოს თითოეული მოქალაქის მთავარი მიზანი, რომ დღემდე ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო აუცილებლად იქნება დაბრუნებული საქართველოს იურისდიქციაში. ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა. მსურს მოვუწოდო საზოგადოებას, დღეს ამ ტკივილის მოსმენა ჩვენი ღირსების შელახვა არ არის, ჩვენი კიდევ უფრო დიდი ღირსება და წინდახედულობაა, რადგან მხოლოდ გონივრული მოქმედებებით შეიძლება იქნას მიღწეული სასურველი შედეგი",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ .
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)