|
2018-03-07 15:10:33, 1457 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე მმართველ გუნდს: დროა გაიგოთ, რომ დემოკრატია ასე არ მუშაობს
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელი უნდა იყოს და მხოლოდ ხალხის ნებას ემორჩილებოდეს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მმართველი გუნდი სხვანაირად ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდეს. დეპუტატმა თითვითმმართველობების მიმართ ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულების მაგალითად ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენები მოიყვანა, ასევე ამ კონტექსტში ისაუბრა 2012 წლის შემდგომ პროცესებზეც. "გვესმის ლამაზი სიტყვები დეცენტრალიზაციაზე, რაღაც კონფერენცია ტარდება, ამ დროს, როგორც ჩანს, საბაზისო პრინციპების გაგების პრობლემა გაქვთ, როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, დაახლოებით იმ დონეზე ხართ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა რომ უთხრა გიგი უგულავას სუბორდინაცია დაიცავიო. ასე გგონიათ, სუბორდინაციის დაცვაა აუცილებელი და ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ემორჩილებოდეს აუცილებლად ხელისუფლებას. საბაზისო პრინციპი და ტესტი ადგილობრივი თვითმმართველობის არის, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და ხალხის ნებას უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ. ეს ყველაზე მეტად მაშინ იძერწება ხოლმე, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება არის განსხვავებული ცენტრალური ხელისუფლებისგან. ამის შანსი გქონდათ 2012 წელს, როცა არჩევნები მოიგეთ, შემდეგი ერთი ორი წელიწადი წინა ხელისუფლება უნდა დარჩენილიყო ადგილობრივ თვითმმართველობაში და აქ გვახსენებდა ერთ-ერთი დეპუტატი, თურმე ჩვენ რას ვუშვებოდით ადრე ადგილობრივ თვითმმართველობას და თქვენ არ გახსოვთ რა უქენით?! ცეცხლით და მახვილით რომ შევარდით თვითმმართველობებში ურდოსავით, ხალხი გამოყარეთ კაბინეტებიდან და 2 წელი ვერ მოითმინეთ. იქამდე მიხვედით, რომ თბილისის მერი საერთოდ მოხსენით. ანტიკონსტიტუციური ქმედება ჩაიდინეთ. კარგი ის ერთი გასაგებია, რევოლუციური, თუ გამარჯვების ნაბახუსევი გქონდათ, მაგრამ ახლა იგივე გააკეთეთ ბორჯომში, სადაც ოპოზიციამ ჯამურად გაჯობათ. იმის მაგივრად რომ ამდგარიყავით და ამას შეგუებოდით, ჯერ ინიციატივით შემოხვედით, რომ მერის და სამსახურის უფროსის ხელფასები გაგეზარდათ და როცა ამაზე ლეგიტიმური უარი მიიღეთ, თქვენი აქტივისტები მიუსიეთ. უმრავლესობამ გაფიცვა გამოაცხადა, ეს საერათოდ გაუგონარი რაღაც იყო. ნაცვლად იმისა, რომ ასეთი ლამაზი სიტყვები ისროლოთ და რიხიანად ისაუბროთ თვითმმართველობაზე, დრო არის იმისა, რომ გაიგოთ, დემოკრატია ასე არ მუშაობს.თუ აგებთ არვევნებს, მაშინ არჩევნების წაგება უნდა მიიღოთ ღირსეულად",-აღნიშნა კაპანაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)