10:54 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 15:29:32, 2549 ნახვა

მსოფლიო
ფლორიდის შტატის სენატმა სკოლის თანამშრომლების შეიარაღების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ფლორიდის შტატის სენატმა სკოლის თანამშრომლების შეიარაღების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მომხრე 20 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 18.

კანონპროექტი სკოლის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მოსწავლეების დასაცავად  ცეცხლსასროლი იარაღი ატარონ.

სკოლები „მარშალებს“ თავად აირჩევენ. არჩეულთაგან სკოლის მასწავლებელი არავინ უნდა იყოს. 

ასევე, ერთ სკოლაში ათზე მეტი „მარშალი“ ვერ იქნება.

ამასთან, ისინი ვინც მიიღებენ უფლებას ატარონ იარაღი, ჯარში მსახურების გამოცდილება ან ოფიცერთა სპეციალური კურსები უნდა ჰქონდეთ გავლილი.

ახალმა კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა  უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სკოლის თანამშრომლებს იარაღის ტარება შესთავაზა. ამის შესახებ ქალაქ პარკლენდის სკოლაზე თავდასხმის დროს გადარჩენილებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

გარდა ამისა, მან შეხვედრის მონაწილეებს სკოლის დაცვის სამსახურში ყოფილი სამხედროების აყვანაც შესთავაზა.

ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს, სროლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics