10:54 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 14:14:22, 2649 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პარლამენტში მანდატების უმეტესობა ნაციონალისტებმა და ევროსკეპტიკოსებმა მიიღეს

წინასწარი მონაცემებით, იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი პოპულისტურმა მოძრაობამ "ხუთი ვარსკვლავი" მიიღო. მოძრაობას ხმა ამომრჩევლების 31.6%-მა მისცა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მეორე ადგილს ნაციონალისტური "ჩრდილოეთის ლიგა" იკავებს. მას ამომრჩევლების 18.2%-მა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება  ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პარტიას "იტალია წინ" ამომრჩევლების 13.8%-მა მისცა ხმა. ცნობისთვის, "ლიგა" და ბერლუსკონის პარტია კოალიციის სახით მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში აღნიშნულმა კოალიციამ 268 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, თუმცა უმრავლესობისთვის 316 მანდატის მიღებაა საჭირო.

მედიის ცნობით, მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ დეპუტატთა პალატაში ხმათა 17%-ზე ნაკლები, ხოლო სენატში - 14% მიიღო. იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტიამ 120 მანდატი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პერლუსკონის მიერ მართლი კოალიცია ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდის და ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონეა.

იტალიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, საფრანგეთის "ნაციონალური ფრონტს" ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მარინ ლე პენი უკვე გამოეხმაურა: "ევროკავშირს ძალიან ცუდი საღამო ექნება", - წერს ლე პენი.

BBC წერს, რომ საბოლოო შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics