|
2018-03-05 11:25:07, 1521 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: უახლოეს პერიოდში ველოდებით ტატუნაშვილის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაბრუნდებოდა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქოც ჩაერთო ამ საქმეში და აქვს მოლოდინი, რომ სასურველი შედეგი მოკლე დროში დადგება: „ბოლო დღეების განმავლობაში ყველა საერთაშორისო ბერკეტი იქნა გამოყენებული, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო, უახლოეს პერიოდში ველოდებით ტატუნაშვილის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში, ამაში ჩარეული იყო სახელმწიფოს ყველა შესაბამისი ორგანო, ამაში ჩაერია საპატრიარქო და ამიტომ ველოდებით ძალიან მალე პოზიტიურ შედეგს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, მდინარაძის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ასეთ თემატიკაზე, რომელი პარტია შეიმუშავებს დოკუმენტს. მდინარაძე არ გამორიცხავს, ოპოზიციის გარკვეული შენიშვნებიც კი გაიზიარონ, თუმცა ამაზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს: „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელი პარტიის, ან რომელი ფრაქციის შემუშავებულ დოკუმენტთან გვექნება საქმე. აქ არის საერთო ინტერესი-ქვეყნის ინტერესი და როდესაც საკითხი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვალებულ ადამიანს შეეხება, როდესაც საკითხი შეეხება ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემას, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ამიტომ ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელებთ,არ არის გამორიცხული ჩვენი ოპონენტების შენიშვნებიც გავითვალსიწინოთ და საერთო დოკუმენტიც კი შედგეს, თუმცა ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი“,-აღნიშნა მდინარაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)