16:13 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 10:58:59, 1591 ნახვა

საზოგადოება
უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საგარეო უწყება მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.

უწყების ინფორმაციით, პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება. სამინისტროს თანამშრომლები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები 2018 წლის 5-6 მარტს ქუთაისს, სამტრედიას, ვანს, თერჯოლას, ტყიბულსა და წყალტუბოს ეწვევიან.

„მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ექპერტების და სამინისტროს წარმომადგნელები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესებს, და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით  50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics