17:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-04 13:55:23, 1732 ნახვა

საზოგადოება
კალაძემ ზემო ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ზემო ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ცაიშის ქუჩაზე, რომელიც რამდენიმე ათწლეულია არ შეკეთებულა. 2 000 მ2 ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასფალტის დაგების პროცესს დედაქალაქის მერი და რაიონის გამგებელი პირადად დაესწრნენ.

“ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებოდით, ცაიშის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, აქ ვაპირებთ სპორტული მოედნის განახლებას, სკვერის კეთილმოწყობას, ასევე პარალელური ქუჩის რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი და ზოგადად, ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და გაზაფხულიდან კიდევ უფრო მასშტაბური იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

გარდა ამისა, თბილისის მერმა დაათვალიერა ტერიტორია, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო და სკვერის მოწყობა იგეგმება. 320 მ2 ფართობზე სკვერი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, დამონტაჟდება განათება და ტერიტორია სრულად გამწვანდება. არაგვისპირელის ქუჩის N10 აპრილის ბოლოს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს.

„რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ჩვენ ეტაპობრივად ვუტარებთ რეაბილიტაციას ისეთ ქუჩებს, რომლებსაც 60-იანი წლების  შემდეგ არავინ შეხებია, დასასვენებელ სივრცეებს ვაწყობთ იქ, რომლებიც მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეულია. ეს პროექტები იმის დადასტურებაა, რომ ჩვენი მუშაობა არ არის ფასადური და მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გათვლილი, რომელიც ქალაქის ცენტრშია და ისედაც ჩანს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

წელს ჩუღურეთის რაიონში ექვსი ახალი სკვერის მოწყობა, 100-მდე ქუჩისა და თბილისური ტიპის ეზოს მოწესრიგებაა დაგეგმილი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics