|
2018-03-02 15:45:49, 1634 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის გამგეობას ვილნიუსის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი საჩუქრად გადაეცა
ქალაქ ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისს ვილნიუსის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი საჩუქრად გადაეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთაწმინდის გამგეობას ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი ესტუმრა, რომელმაც ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილება მთაწმინდის გამგებელ დავით კირკიტაძეს პირადად გააცნო და პროექტი გადასცა. შეხვედრაზე, რომელსაც „თბილსერვისის ჯგუფის“ წარმომადგენლები და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ, პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა. ვილნიუსის ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის შექმნილი კონცეფცია ლიტველმა არქიტექტორმა, რიტის ციკანავიჩიუსმა წარმოადგინა. კონცეფციის მიხედვით, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ბაღი თანამედროვე სტანდარტებით უნდა მოეწყოს, თუმცა, ისტორიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული ზონის გათვალისწინებით, პროექტი ტრადიციულ ელემენტებსც მოიცავს. (NS)
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)