|
2018-02-28 11:59:44, 2435 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი: აუციელებლია სასწრაფო გამოძიება ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად
ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართელოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დროული გამოძიების ჩატარებაა აუცილებელი. „მინდა შევუერთდე საერთაშორისო თანამეგობრობას და შეშფოთება და მწუხარება გამოვთქვა ტრაგიკული ფაქტის გამო. აუციელებლია სასწრაფო გამოძიების ჩატარება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებების და მომხდარზე პასუხისმგებლობის დასადგენად. ასევე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ის ორი ადამიანი, რომლებიც ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს დროში უნდა გადაიყვანონ“, - განაცხადა მოსლერ-ტორსტრომმა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. მოსლერ-ტორსტრომმა გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)