13:17 - 28 Jul, 2026
|
2018-02-28 11:17:38, 2965 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცაბაძის ქუჩაზე მეხანძრე-მაშველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. სულ ადგილზე 35 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი ე.წ. თერგის ბაზრობაზე 26 თებერვალს ღამით გაჩნდა. ცეცხლი მესამე სართულზე მთლიანად იყო გავრცელებული, თუმცა ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი გიორგი მღებრიშვილიც იმყოფებოდნენ.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)