|
2018-02-27 17:28:22, 1505 ნახვა
კომენტარი
იანოშ ჰერმანი: თავს არ ვზოგავთ, რომ შევიტანოთ წვლილი კონფლიქტის გადაწყვეტაში
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ჰერმანის თქმით, იმედი აქვთ, დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მისვლის საშუალებას მისცემს, ასევე ელიან, რომ დეფაქტო ხელისუფლება სხვა აუცილებელ ზომებსაც მიიღებს: „ევროკავშირი ამ საკითხს თვალს ყურადღებით ადევნებს.რამდენიმე დღის წინ ამ ძალიან სამწუხარო შემთხვევაზე წერილობითი განცხადებაც გამოვაქვეყნეთ. პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მივუსამძიმრო.ამ ამბავმა ყველა ჩვენგანზე ძალიან იმოქმედა.სამწუხარო სიტუაციაა და შეშფოთებულები ვართ,იმედს გამოვქვამთ, რომ დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მისვლის საშუალებას მისცემს. ასევე ველით, რომ დეფაქტო ხელისუფლება სხვა აუცილებელ ზომებსაც მიიღებს.ჩვენ კი თავს არ ვზოგავთ, რომ შევიტანოთ წვლილი კონფლიქტის გადაწყვეტაში საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტეიტორიული მთლიანობის პატივსცემით ევროკავშირის მხრიდან“,-განაცხადა ჰერმანმა. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე გუშინ უარი თქვა. ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება. რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)