|
2018-02-27 01:21:55, 1750 ნახვა
საზოგადოება
გახარია: ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებას ატარებს, რათა ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იყოს გადმოსვენებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნიაში შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გიორგი გახარიამ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარის გადმოსვენებისთვის ამ დრომდე ახორციელებს. გიორგი გახარიამ ასევე დასძინა, რომ ეს ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იქნას საქართველოში გადმოსვენებული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)