|
2018-02-26 18:05:52, 2828 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთში იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა
რუმინეთში იუსტიციის მინისტრის ტუდორელ ტოადერის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. Euronews-ის ინფორმაციით, საპროტესტო ტალღის მიზეზი, მინისტრის მიერ კორუფციულ საქმეებზე მომუშავე მთავარი პროკურორის ლაურა კოვეშის გათავისუფლების გეგმა გახდა. 22 თებერვალს, ტოადერმა პრეზიდენტს ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის, ლაურა კოვეშის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. მინისტრმა მიზეზად პროკურორის მიერ უფლებამოსულების გადამეტება და კონსტიტუციის დარღვევა დაასახელა. მანამდე იუსტიციის მინისტრმა კოვეში თვითნებობასა და პარლამენტისადმი უპატივცემულობაში და ასევე კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. რუმინეთში მთავარი პროკურორების გათავისუფლების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მხარი დაუჭირა ლაურა კოვეშის და გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრი ტუდორელ ტოადერი, რომელმაც, პრეზიდენტის თქმით, პროკურორის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საფუძვლიანი არგუმენტები ვერ წარადგინა. საპროტესტო აქციები ბუქარესტსა და სხვა უმსხვილეს ქალაქებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)