|
2018-02-26 13:51:14, 2846 ნახვა
მსოფლიო
იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარი დაიხურა
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარი გაურკვეველი ვადით დაიხურა, - ამის შესახებ Deutsche welle იუწყება. ბერძნულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიის წინამძღვრების წერილის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება ეკლესიის და წმინდა მიწაზე ქრისტიანული მრევლის წინააღმდეგ სისტემატიური კამპანიისთვის პროტესტის გამოცხადების ნიშნად მიიღეს. ისინი ისრაელის ახალ საგადასახადო პოლიტიკას და მიწების კონფისკაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებენ. კერძოდ კი, ქრისტიანების აღშფოთებას იწვევს კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ხელისუფლებას ეკლესიის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის უფლებას აძლევს. სასულიერო პირებმა წერილში ამ კანონპროექტს "დისკრიმინაციული და რასისტული" უწოდეს. ამასთან, ეკლესია მუნიციპალური მოსაკრებლების წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც მათი მტკიცებით, სტატუს-კვოს არღვევს. სასულიერო პირების მტკიცებით, "ხსენებული ცვლილებებით, იერუსალიმში ქრისტიანული წარმომადგენლობის შესუსტება სურთ". ცნობისთვის, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ქრისტიანი მომლოცველებისთვის მთავარი წმინდა ადგილია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)