|
2018-02-26 12:30:43, 2481 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში თაღლითობის, ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს - ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა
ესპანეთში სამართალდამცველებმა თაღლითობის, ძარცვის და ყაჩაღობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ. კერძოდ კი, ისინი სახლებში შესაღწევად თავს გაზის კომპანიის თანამშრომლებად ასაღებდნენ. ბოროტმოქმედების სამიზნე ძირითადად, ასაკოვანი, მარტოხელა და ალცჰეიმერით ან პარკინსონით დაავადებული ადამიანები ხდებოდნენ. სამართალდამცველების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფში ქართველი ქალი სატელეფონო ოპერატორის როლს ასრულებდა. ის დაზარალებულებს გაზის კომპანიის ფსევდო თანამშრომლების მისვლის შესახებ ატყობინებდა. თაღლითების წინააღმდეგ ოპერაცია გასული წლის ოქტომრიდან მიმდინარეობდა. პოლიციამ დაადგინა, რომ დაჯგუფებამ სულ 21 კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა. ეჭვმიტანილების სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს: 240 ევრო, ძვირფასეულობა, ტექნიკა, მათ შორის კომპიუტერები, ტელეფონები და ასევე ცეცხლსასროლი იარაღი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)