11:52 - 28 Jul, 2026
|
2018-02-26 09:43:01, 1807 ნახვა
საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა
ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 100კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ირლანდიელი ბენჟამინ ფლეტჩერი დაამარცხა, ფინალამდე კი 4 შეხვედრა მოიგო. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, 100კგ წონით კატეგორიაში გადასვლის შემდეგ ეს ლიპარტელიანის მოგებული პირველი გრან სლემია, თუმცა დიუსელდორფში, სადაც ანალოგიური შეჯიბრი წინა წლებში გრან პრის სახელით ტარდებოდა, მეოთხედ იმარჯვა. მან აქ გრან პრი სამჯერ -90კგ წონით კატეგორიაში მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანი -100კგ წონით კატეგორიაში საერთაშორისო რეიტინგის ლიდერი გახდა.-60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)