|
2018-02-25 12:51:27, 1811 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არავინ შეეხოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს
„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ არავინ შეეხოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა. „ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც მოხდა ცხინვალში. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული და არავინ შეეხოს მათ სიცოცხლეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)