09:33 - 07 Jul, 2026
|
2018-02-25 12:15:46, 2947 ნახვა
მსოფლიო
იემენში ანტიტერორისტული დანაყოფის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
იემენის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ადენში ანტიტერორისტული დანაყოფის შტაბბინაზეთავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, თავდასხმის დროს გარდაცვლილებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია. Theguardian-ის ცნობით, ანტიტერორისტული ბაზის შესასვლელთან ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ორი მანქანა ააფეთქა, რის შემდეგაც ექვსმა შეიარაღებულმა ისლამისტმა ცეცხლი გახსნა და შენობის შტურმით აღება სცადა. ყველა თავდამსხმელი დაცვის წევრებმა მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ადენი ამჟამად იემენის დროებითი დედაქალაქია. იემენის პრეზიდენტის აბდ-რაბუ მანსურ ჰადის სამთავრობო ძალები საუდის არაბეთის მხარდაჭერით ჰუსიტ ამბოხებულებს 2015 წლის შემდეგ ებრძვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)